– პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია – მკვლელობები უნდა შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია – მკვლელობები უნდა შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესის მიღწევისა და უკრაინის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ბევრი სატელეფონო ზარი და კონტაქტია დაგეგმილი“.
„საუბარი დაგეგმილია გერმანიის კანცლერ მერცთან, ასევე, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან. ასევე კომუნიკაცია შედგება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე. გუშინ, პრეზიდენტ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი საუბრის შემდეგ, მე ცალკე ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესა და ფინეთის პრეზიდენტ სტუბს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „საკუთარი აგრესიის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები რუსეთმა თავად უნდა გადადგას“.
„მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი დეტალების განხილვა მოხდეს. პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი – მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. მეორე – ლიდერების ფორმატი, რათა ასეთმა შეხვედრამ ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატის დრო და განსახილველი საკითხები განისაზღვროს. მესამე – გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა