ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან საუბრის შემდეგ - უკრაინა, საფრანგეთი და ყველა ჩვენი პარტნიორი მზად არიან მშვიდობისთვის პროდუქტიულად იმუშაონ

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან საუბრის შემდეგ - უკრაინა, საფრანგეთი და ყველა ჩვენი პარტნიორი მზად არიან მშვიდობისთვის პროდუქტიულად იმუშაონ

უკრაინა, საფრანგეთი და ყველა ჩვენი პარტნიორი მზად არიან მშვიდობისთვის პროდუქტიულად იმუშაონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას დიპლომატიური ვითარება განიხილა.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვეღარავის მოტყუება ვეღარ შეძლოს. ჩვენ ომის ნამდვილი დასასრული და უკრაინისთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის საიმედო უსაფრთხოების საფუძვლები გვჭირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს დიდ ბრიტანეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი მრჩევლების შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ საერთო პოზიციებზე შეთანხმება წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.