ზელენსკი შოლცს ხვდება

ზელენსკის მოგზაურობა ევროპის ოთხ ქვეყანაში მიზნად ისახავდა უკრაინისთვის რუსეთთან ომის დროს დასავლეთისგან მეტი დახმარების მოპოვებას სამხედრო და საფინანსო სფეროში მოახლოებული ზამთრის მოლოდინში და აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინსვლის პირობებში.
ზელენსკიმ 35 წუთიანი შეხვედრა გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან, რომელსაც სთხოვა დახმარება რუსეთში მოხვედრილი უკრაინელი ქალების და ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში. ზელენსკი გერმანიამდე ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მმართველებს შეხვდა, რათა მათთვის წარედგინა თავისი “გამარჯვების გეგმა”.
ოდესის საოლქო-სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის მიერ11 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის რაიონში რაკეტამ დაანგრია ორსართულიანი სახლი, სადაც დაიღუპა ცხრა პირი, მათ შორის მოზარდი.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს რაკეტებით და დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. მთავარი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…