ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bild-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს

Bild-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ჩავა ბერლინში, სადაც, გაზეთ Bild-ის ცნობით, შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ცნობის თანახმად, ზელენსკი შოლცს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მან უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იტყობინება Bild-ი.
შოლცი და ზელენსკი 12 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მაგრამ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ში დარჩა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.