ზელენსკი: უკრაინას ესაჭიროება Patriot-ის ტიპის 25 სისტემა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივლისს განაცხადა, რომ მის ქვეყანას ესაჭიროება Patriot-ის ტიპის 25 ანტისარაკეტო სისტემა.
ამ განცხადებით ზელენსკი გამოვიდა კიევში, პირველ პრესკონფერენციაზე მას მერე, რაც მან გასულ კვირაში, ვაშინგტონში ნატოს სამიტში მიიღო მონაწილეობა. პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა სამი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას მეორე საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის წინ.
ზელენსკის თქმით, Patriot-ის სისტემები “ყველაზე მნიშვნელოვანია” უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, თუმცა ქვეყანას ასევე ესაჭიროება F-16-ის ტიპის მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.
გასულ კვირაში, ნატოს სამიტზე ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდების პროცესი დაწყებულია და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
“ჩვენი საჰაერო თავდაცვის სტრუქტურის გათვალისწინებით, საიმისოდ, რომ უკრაინა მთლიანად დაიფაროს, ჩვენი არმიის თანახმად გვჭირდება 25 სისტემა” – თქვა ზელენსკიმ და დასძინა – “ვერ გეტყვით რამდენი გვაქვს ან რამდენი გვექნება”.
ნატოს სამიტზე გამოითქვა დაპირებები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. 15 ივლისს ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის Leopard 2A4-ის ტიპის 10 საბრძოლო ტანკს, ანტისატანკო რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობას.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ შემდეგი სამშვიდობო სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრები შეეხება ენერგეტიკის, ნავიგაციის თავისუფლების და პატიმართა გათავისუფლების საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ