ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად Patriot-ის 25 საჰაერო სისტემა სჭირდება

უკრაინას, თავისი საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად, Patriot-ის სულ მცირე 25 საჰაერო სისტემა სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცენ.
ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მიწოდების ექვსთვიანი დაგვიანების გამო, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე ინიციატივა დაკარგეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.