ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად $93 მილიონით დაეხმარება
ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტიორმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად $92.69 მილიონით დაეხმარება.
მანამდე, ერთი დღით ადრე, ნორვეგიამ დააანონსა, რომ უკრაინას ექვს ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს, რათა უკრაინამ რუსული საჰაერო იერიშებისგან თავის დაცვა უკეთ შეძლოს.
"უკრაინელებს საჰაერო თავდაცვა უფრო მეტად სჭირდებათ, რათა საკუთარი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან" - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით დაეხმარებიან და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ.
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ უკრაინას რუსული იერიშების მოსაგერიებლად, სულ მცირე, დამატებით შვიდი Patriot-ის სისტემის ბატარეა სჭირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.