ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი: პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის

პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზები, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე.
თავდაცვის პაკეტი არის "თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც მიემართება იარაღის მსხვილ შესყიდვებს უკრაინის საჭიროებებისთვის" - ზელენსკის ამ სიტყვებს მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ხელშეკრულებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის, და ორი ლიდერი მიესალმა იარაღის ერთობლივი წარმოების არსებულ გეგმებს.
ტუსკმა, რომელიც პოლონეთის პრემიერის პოსტზე დეკემბერში დაბრუნდა, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "პოლონეთში არავინ ეჭვობს" უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. "პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს რათა ამ ომში გაიზარდოს უკრაინის გამარჯვების შანსი" - თქვა ტუსკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.