ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა პოლონეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

22 იანვარს პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკი უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა:
"არის ახალი პოლონური თავდაცვითი პაკეტი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დახმარებას. ეს არის ჩვენი ურთიერთქმედების ახალი ფორმა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენის მასშტაბის გაზრდას ემსახურება. ეს არის პოლონური კრედიტი უკრაინისთვის".
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველი პირი უკრაინელ სტუდენტებს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.