ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად - ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დონალდ ტუსკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები შედგა.
„ასევე, მე და პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა იარაღის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობები განვიხილეთ. მადლობა პოლონეთს უკრაინის მხადაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.