ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი მზადაა, ტრამპს ისევ შეხვდეს

ზელენსკი მზადაა, ტრამპს ისევ შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს მას „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.
„ჩვენ ვიმსახურებთ თანაბარუფლებიან დიალოგს. კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაჭრელად, სერიოზული კითხვებისთვის და რეალური, გადამწყვეტი ქმედებებისთვის და პასუხებისთვის ჩამოვალ [აშშ-ში]“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მინისტრების დონეზე.
„შეთანხმება, რომელიც მაგიდაზეა, გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან“, — თქვა მან.
28 თებერვალს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.
ორი დღის შემდეგ, 2 მარტს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები, კანადის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში, სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გეგმაზე ევროპელები იმუშავებენ და შემდეგ განიხილავენ მას აშშ-სთან. სტარმერის თქმით, მართალია, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, მაგრამ შეთანხმებას შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.