საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი - ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„განიხილება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მაკრონი ზელენსკისთან და ინგლისელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდეს“, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, შეხვედრა საფრანგეთის ინიციატივას წარმოადგენს და იგი შეიძლება „უახლოეს მომავალში“ შედგეს.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები 24 თებერვალს გამართა, ხოლო 27 თებერვალს დონალდ ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეხვდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.