“ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკებისთვის” – ზელენსკი ადასტურებს, რომ ხვალ ტრამპს შეხვდება

“ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკებისთვის უკვე ამ პარასკევს” – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება.
ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ უკრაინის პოზიციები ყველა შემთხვევაში დაცული იყოს – ამბობს ზელენსკი.
“დღეს მქონდა ძალიან ბევრი საერთაშორისო სამუშაო. ჩვენი გუნდები მუშაობენ ამერიკასთან, ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკებისთვის უკვე ამ პარასკევს. შეთანხმება ამერიკასთან. ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერა. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის გასაღები იმისკენ, რომ რუსეთმა აღარ გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს. ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიოში მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დახმარება არ შეჩერდეს. მშვიდობისკენ სვლაში ძალაა საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ უკრაინის პოზიციები ყველა შემთხვევაში დაცული იყოს”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)