ზელენსკი: თუ უკრაინა წააგებს, პუტინი სადილზე მიგირთმევთ მთელს ევროკავშირთან, ნატოსთან და დემოკრატიასთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება დასავლეთის ქვეყნების დახმარებაზეა დამოკიდებული. როგორც ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლეთმა დაკარგა [ამ ომის] გადაუდებლობის შეგრძნება, ხოლო ბევრმა უკრაინელმა – ეგზისტენციალური საფრთხის განცდა“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა გავლენა უნდა მოახდინონ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ მათ კიევის დახმარების საკითხი გადაწყვიტონ, რაც მისივე თქმით, „ევროპელთა ინტერესშია“.

„ჩვენთვის ფულის და იარაღის მოცემით საკუთარ თავს ეხმარებით. თქვენ საკუთარ შვილებს იცავთ და არა ჩვენსას. თუ უკრაინა წააგებს, პუტინი თავის ჯარებს დასავლეთისკენ მიმართავს. ის სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი. ის სისხლს გრძნობს, თავის ძალას გრძნობს და სადილზე მიგირთმევთ მთელს ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე