შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და ნატოს უძლიერესი წევრი გახდეს

სამრეწველო კომპლექსი ვითარდება, ოდესმე შეძლებს ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ამის პოტენციალი.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა – ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში – დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია… და ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს და “ეს ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე წლის უდიდესი მიღწევაა”.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეთანხმებები პარტნიორებთან, კერძოდ -სთან, იარაღის ერთობლივად წარმოებაზე, სარემონტო ბაზის გაფართოებაზე, ახალი წარმოებების შექმნაზე, რომლებიც უკრაინაში იქნება განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა