ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი: თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია

თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა: ჩემთვის ზოგადად გასაგებია. ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, მათ შორის „უფრო მემარჯვენე, რადიკალური“.

„მაგრამ, „რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.