ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ დონალდ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს

თუ დონალდ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ იგი მზად არის გაეცნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, თუ მას ასეთი გეგმა აქვს.
„მე მზად ვარ. თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასსა და ყირიმს რუსეთს გადავცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ არის. ეს სამშვიდობო გეგმა არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა ძალიან სწრაფად შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ