ზელენსკი ზალუჟნისთან შეხვედრის შემდეგ: განახლების დროა ახლა – მადლობა გადავუხადე ზალუჟნის უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა.

“მე მას მადლობა გადავუხადე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. ჩვენ განვიხილეთ განახლება, რომელსაც მოითხოვს უკრაინის შეიარაღებულ ძალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული ხელმძღვანელობის ნაწილი. ასეთი განახლების დროა ახლა. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე გუნდის შემადგენლობაში დარჩენა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით