ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვალერი ზალუჟნის შევხვდი და განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, მას გუნდში ყოფნა შევთავაზე

გენერალ ვალერი ზალუჟნის შევხვდი, განვიხილეთ ვინ შეიძლება იყოს შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, შევთავაზე მომავალშიც იყოს გუნდში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდალ, ვალერი ზალუჟნისთვან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
“შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მადლობა გადავუხატე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლებისთვის დრო სწორედ ახლაა. ვალერი ფიოდორის ძეს [ზალუჟნის] მომავალშიც შევთავაზე გუნდში ყოფნა”, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.