ზელენსკის ოფისი: ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიCNN-ის კოლაჟიუკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყვეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიზნით გამგზავრება სთხოვა.
"ეს მცდარი ინფორმაციაა" - განაცხადა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მას მოსკოვში გამგზავრება სთხოვა, რათა პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაემართა.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.