ზელენსკის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.
ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ კურსკის ოლქს შესთავაზებს.
"ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ იცის, რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ.
"მე არ ვიცი, შევხედავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ გვაქვს პრიორიტეტები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.