ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას მოახერხებს, ის რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, იმ ტერიტორიების გადაცემით, რომელსაც უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს.
“ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით”, - განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ აღნიშნა, რომ მან არ იცის სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რომელ ტერიტორიას მოითხოვს.
“არ ვიცი, ვნახავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.