ზელენსკი: პუტინს ტერიტორიების გაცვლას შევთავაზებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს. ამის შესახებ ზელენსკიმ “გარდიანთან” ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ შესთავაზებს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიას, რომელსაც კიევი აკონტროლებს.
“ერთ ტერიტორიას გავცვლით მეორეში”.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია კურსკის სანაცვლოდ, უკრაინის რომელ ოკუპირებულ მხარეს მოითხოვს: “არ ვიცი, ამას ვნახავთ. ჩვენი ყველა ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ არსებობს პრიორიტეტი”.
უკრაინა უკვე 6 თვეა აკონტროლებს რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილს. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად ლობირებს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებსა და ომის დასრულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება