ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირცხალია გორში მომხდარზე: ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება გადაცდომები

"ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ არსებობს, ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას და ასეთ ღირსეულ ადამიანებს აყენებს ჩრდილს. დამერწმუნეთ, ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნო სანახავია, როდესაც ასეთ რაღაცას უყურებს. ამ ინსტიტუციისთვისაა დამაზიანებელი, როდესაც პოლიციელისგან ვხედავთ ჩვენ ასეთ საქციელს. არ მინდა დეტალებში შევიდე გამოძიება დაწყებულია. [...] ასეთი პატარა გადაცდომები, ჩვენს პოლიციას ნამდვილად ვერ მიაყენებს იოტისოდენა ჩრდილსაც კი, მინდა "გული გავუხარო" ჩვენს ე.წ. კეთილისმოსურნეებს, რომლებსაც ახლა ერთი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, პოლიტიკურ ჭრილში, თორემ ადამიანურად რომ არავის არ ესიამოვნა, ვიცი. ხდება გადაცდომები, ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება გადაცდომები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.