ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა

ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“
ანჯაფარიძე ბოკერიას “წარსულის რელიქტს” უწოდებს და აცხადებს, რომ წესით ცოდვებს უნდა ინანიებდეს.
“ზოგიერთ “პოლიტიკოსს” არ უნდა შეეგუოს და გაიგოს, რომ წარსულის რელიქტია, თან ბნელი წარსულის. ერთერთი ასეთი გახლავთ , რომელიც თავის თანამეცხედრესთან ერთად მხოლოდ გარე მხარდაჭერით ბოგინობს პოლიტიკურ ზედაპირზე.
ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა. თუ უახლეს ისტორიას კარგად გავიხსენებთ, სწორედ ბოკერიას და მისი პოლიტიკური ბანდის პოლიტიკის გამო დარჩა საქართველო მარტო რუსეთთან პირისპირ 2008 წლის აგვისტოში და შედეგად ტერიტორიები დაკარგა.
წესით, ბოკერია ცოდვებს უნდა ინანიებდეს, მაგრამ ამასაც ხომ შნო და უნარი უნდა,”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია