ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი”, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძე განმარტავს, რომ “სინდისის პატიმარი” არის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს და ამისთვის არის რეპრესირებული.
მისივე თქმით, ისინი, ვისაც სინდისის პატიმრებად გვასაღებდნენ, არ გამოხატავდნენ მშვიდობიანად საკუთარ პოზიციას.
„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად.
შებრძანდით საძიებო სისტემაში და მარტივად აღმოაჩენთ, რომ “სინდისის პატიმარი” გახლავთ ადამიანი რომელიც მშვიდობიანად(!!!) გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს, და ამისთვის არის რეპრესირებული.
ახლა თავად განსაჯეთ, ისინი ვისაც “სინდისის პატიმრებად” გვასაღებენ, მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს?! პასუხი ცალსახაა, რომ არა, რადგანაც უამრავმა ადამიანმა ეს საკუთარი თვალით იხილა.
რაც შეეხება “პოლიტპატიმრობის” განმარტებას, სამწუხაროდ, ის ბოლო წლებში ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და პოლიტპატიმრად შეიძლება მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, უკვე სამართლებრივ ჭრილში – ამ პირის დასჯა, ძალადობის გამო, არ შეიძლება?! ინდულგენცია აქვს?“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა