“ბოდვა, თითქოს ზვიადსა და მის უწმინდესობას შორის, იყო რაიმე დაპირისპირება” – გიორგი გამსახურდია

26
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში, წერს:
სისულელეა და ყურით მოთრეული ბოდვა, თითქოს ზვიადსა და მის უწმინდესობას შორის, იყო რაიმე დაპირისპირება. არ არსებობს არც ნაწერი და არც რაიმე ზვიადის გამოსვლა მსგავსი შინაარსით. უფრო მეტიც, ზოგიერთ რომის პაპზე მეტ კათოლიკეს სულ ეუბნებოდა, დაანებეთ პატრიარქს თავი, მას თავისი საქმე აქვს და თავისი საზიდი ჯვარიო, მაგ ადამიანს, ღმერთმა დაიფაროს რაიმე მოუვიდეს, ერთ-ერთ იერარქზე ამბობდა (არ დავასახელებ ჯერ), მაგას დაგვასვავენ თავზეო.
ჩაიგდეთ ზოგიერთმა თქვენი უვიცი ენები და მაგ ამბებს მე მაინც ნუ მასწავლით, ზეპირად ვიცი და ჩემი თვალით ვუყურებდი და საკუთარი ყურებით ვისმენდი ყველაფერს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)