ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან - ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ჩინეთის დაზიანებაა - შალვა პაპუაშვილი
ესაა არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასა და მის დაფინანსებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.
„ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან - ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანია, რომ დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ჩინეთი. ამას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამავე დროს დაკავშირებულია „ლელოსთან“. ეს თავად არის სკანდალური“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.