ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ” – ტრამპი

“ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა “მოსალოდნელზე უფრო რთული” აღმოჩნდა.
“ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ… მეგონა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა”, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგვინებით, ტრამპმა ასევე თქვა: “მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან შეთანხმება გვაქვს”.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება. უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.