ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია

დონალდ ტრამპი - ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია

ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, რუსეთი მზად არის. ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა შეთანხმებას ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ფავორიტი არ ჰყავს და მხოლოდ ომის დასრულება სურს.
„იმედი მაქვს შეთანხმებას ორივე მხარე დათანხმდება. როგორც იცით, ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ და საქმე ბევრი ადამიანის ბედს ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საუდის არაბეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, არა“.
„ვფიქრობ, მას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მალე შევხვდები“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი 13-16 მაისს არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.