საქართველოს ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი –

“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი,”-ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, უნგრეთში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.
“ხვალიდან გვექნება შეხვედრები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება. კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა,”- განაცხადა კობახიძემ.
პასუხად კითხვაზე – “უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იქნება თუ არა ეს საქართველოს კონტექსტში საფრთხის შემცველი?” – კობახიძემ აღნიშნა, რომ “ეს ევროკავშირისა და უნგრეთის საქმეა”.
“მგონია, საბოლოო ჯამში, შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისევე და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.
ოპოზიცია სინამდვილეში გაღიზიანებულია იმის გამო, რომ, სინამდვილეში, და უნგრეთის ხელისუფლება მთლიანობაში არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ისინი გაღიზიანებას არასდროს მალავდნენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც უნგრელი ევროკომისარი იყო საქართველოში ჩამოსული და ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, როგორი გზავნილები მიუძღვნეს მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რეალურად, ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე,”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი