ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის
ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთივს.
„მგონია, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი აღარ დარჩა. გახსოვთ, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბრის ჩაივლიდა ძალიან მშვიდად და მთლიანად 4 ოქტომბრის დღე ჩაივლიდა მშვიდად. პრინციპულად ასეც მოხდა. რასაც ვპირდებოდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობის მასშტაბური მცდელობა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მარტივად ჩავატარეთ სპეცოპერაცია. ეს იყო დაპირება, რომელიც შევასრულეთ. ასევე ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ეს არის ჩვენი დაპირება საზოგადოების წინაშე და ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში