რწმენაში სიძლიერე მთავარი საწინდარია, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის დამსახურებაა, რომ ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას

რწმენაში სიძლიერე მთავარი საწინდარია, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის დამსახურებაა, რომ ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული თითოეული ქრისტიანისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება საქართველოს განვითარება.
„თქვენ ხედავთ, როგორ მრავლად არის დღეს მრევლი სვეტიცხოვლის ტაძარში, რაც ყველას გვავსებს იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას, თითოეულ სასულიერო პირს და უპირველეს ყოვლისა, უწმინდესს და უნეტარესს. სწორედ მისი ღვაწლის დამსახურებაა ის, რომ დღეს ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, რომ ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში