ელინა ვალტონენი - თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე - აქ მათ მხარდასაჭერად ვართ

თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა X-ზე დაწერა.
“საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა თავისი შეშფოთება გააჟღერონ თავიანთი ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ დემოკრატიის, გამოხატვის და საბაზისო ადამიანის უფლებების სრული უფლება გააჩნიათ. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" , - განაცხადა ვალტონენმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.