ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჰააგა დამნაშავეებს ელოდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჰააგა დამნაშავეებს ელოდება

ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს, უზრუნველვყოთ სამართლიანობა აგრესიის დანაშაულისთვის. ნათლად უნდა ვაჩვენოთ: აგრესია იწვევს სასჯელს და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, მთელმა ევროპამ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც უკრაინამ და ევროპის საბჭომ მოაწერეს ხელი.
მისი თქმით, ჰააგა დამნაშავეებს ელოდება.
„ჰააგა დამნაშავეებს ელოდება. მადლობა ევროპის საბჭოს, რომ ამ პროცესში ლიდერობა აიღო. სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.