ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის უკრაინა პირველ ადგილზე დგას – უკრაინელებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ოცნებები პირველ ადგილზეა

ჩვენთვის უკრაინა პირველ ადგილზე დგას, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„მისი პირველი მუხლის პირველი სიტყვაა „უკრაინა“. ეს ჩვენს საბოლოო მიზანს, ჩვენს მისიას ასახავს. უკრაინა არის – და იქნება – დედამიწაზე. უკრაინელები არიან – და იქნებიან – დედამიწაზე. ეს როგორც ჩვენი საერთო მიზანი, ასევე ჩვენი საერთო მოვალეობაა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, „უკრაინა არჩევანია, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად აკეთებს“.
„ჩვენ შორის სოციალური კონტრაქტი ასეთია: უკრაინა პირველ ადგილზე დგას. უკრაინელებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ოცნებები პირველ ადგილზეა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა