– უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები.
„ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის გათავისუფლებაა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“