ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.