ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ლიდერებსა და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება.
შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს, აშშ-ის კონგრესსა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს წარუდგენს. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.