ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომში ახალი ფრონტი გახსნა ოლქის ჩრდილოეთით საზღვრის გასწვრივ შეჭრით.
ზელენსკის ინფორმაციით, ის ხარკოვში სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.
„დღეის მდგომარეობით ხარკოვის ოლქში ვითარება ზოგადად კონტროლს ექვემდებარება, ჩვენი ჯარისკაცები მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოკუპანტებს. მაგრამ მიმართულებაზე მდგომარეობა უკიდურესად რთულია - ვაძლიერებთ ჩვენს ქვედანაყოფებს“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი „დეტალურად განიხილეს საბრძოლო სიტუაციის პერსპექტივები, უახლოეს დღეებსა და კვირებში მოსწვდენია საფრთხეები და ჩვენი, უკრაინის შესაძლებლობები რუსეთის თავდასხმის გეგმების დასაპირისპირებლად“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.