Politico – ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნატო-ს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიმდინარე თვეში საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორც ეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, როდესაც ირანი თავს დაესხა ისრაელს.
ვიზიტების დროს, ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ასევე სთხოვს რუსული აქტივების კონფისკაციას, უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის გამოყენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს განიხილავენ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ