ენტონი ბლინკენს – ჩვენ გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვის დასაცავად

ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს“.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვისთვის და ხარკოვის ოლქისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან.
„რა თქმა უნდა, მინდა, განვიხილო უსაფრთხოების გარანტიები, როგორ მუშაობენ ჩვენი გუნდები მასზე და სამშვიდობო სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეერთებული შტატების მონაწილეობა, ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ სამშვიდობო სამიტზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, -ის სახელმწიფო მდივანი, უკრაინაში დღეს ჩავიდა. „დავბრუნდი კიევში, რათა გამოვხატო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როცა ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან“, – დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს