არქივი16 მაისი, 2025, 17:26
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაა - თუ რუსეთის დელეგაცია ამას არ დათანხმდება, 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის სრული, უპირობო და გულწრფელი შეწყვეტაა.
„ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მკვლელობების შესაჩერებლად და დიპლომატიისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები ამაზეც, ცეცხლის შეწყვეტაზეც არ დათანხმდებიან, მაშინ 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.