ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება არასერიოზულია

უკრაინა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გააგზავნის. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის “არასერიოზულ დამოკიდებულებაზე” მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რუსეთში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.
“ამის მიუხედავად, რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე – და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით – გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.
“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ – ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები “თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად