ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში მიკროავტობუსზე თავდასხმაზე - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით

ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში მიკროავტობუსზე თავდასხმაზე - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად მიკროავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
„გუშინ, ისევე როგორც ამ ომის ნებისმიერ სხვა დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა იყო, თუმცა რუსეთს მკვლელობების გაგრძელება სურს. მკვლელობების დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, მკაცრი სანქციებისა და ძლიერი ზეწოლის გარეშე რუსეთი რეალური დიპლომატიის გამოყენებას არ დათანხმდება.
„გუშინ სტამბოლში, ყველამ იხილა სუსტი და მოუმზადებელი რუსეთის დელეგაცია მნიშვნელოვანი მანდატის გარეშე. ეს უნდა შეიცვალოს. ომის დასასრულებად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.