ჩერნიგოვის ოლქში -ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ჩერნიგოვის ოლქში -ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
„შევხვდი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას – წარმოდგენილი იყო ორივე პარტია, კონგრესის ორივე პალატა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები პირადად ხედავენ რა ხდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონებში, რომლებსაც რუსი ტერორისტები ბომბავენ და რომლებმაც რუსული ოკუპაცია გადაიტანეს. კონგრესმენებთან შეხვედრა გუშინ სწორედ ჩერნიგოვის ოლქში ჩავატარე…
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი დახმარების შესახებ, რუსული ტერორისგან დაცვისთვის შესაბამისი პაკეტის შესახებ და ჩვენი შემდგომი აქტიური ქმედებებისთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რაც ნამდვილად გაამყარებს უკრაინას და მთლიანად სიცოცხლეს,” – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი, და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები – ვაილი ნიკელი, ტომ სუოზი, მაიკლ კუიგლი და რესპუბლიკელი წევრები – ეშლი გინსონი და ჩაკ ედვარდსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება