ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. „ლიეტუვაში „სამი ზღვის სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავედი. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა მთავარ ამოცანას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.
„რუსული ბოროტება საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანას უქმნის და ყველას, ვინც საერთაშორისო სამართალს აფასებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.