ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ითარგმნება სიცოცხლის გადარჩენად

რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისთვის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისთვის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაცვა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ითარგმნება სიცოცხლის გადარჩენად“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის სამი მაშველის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.