ფრიდრიხ მერცს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.
„გერმანიის კანცლერს ომის დასრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენი მუშაობის უახლესი დეტალები გავაცანი. გუშინ უკრაინის გუნდი ჟენევიდან დაბრუნდა და შეთანხმების განახლებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით სრული ანგარიში წარადგინა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია გრძელდება.
„მე ამერიკის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისთვის მადლობელი ვარ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრისას „უახლესი მოვლენები განიხილა და შემდგომი ნაბიჯები შეათანხმა“.
„ასევე, დღევანდელი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დღის წესრიგს შევეხეთ, რომლის თანათავმჯდომარეც გერმანიაა“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”