პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მონაწილეობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
„მნიშვნელოვანი ბრიფინგი იყო და შევთანხმდით, რომ დამატებით დეტალებს პირადად შეხვედრისას განვიხილავთ. ჩვენი გუნდები შესაძლო შემდგომი კონტაქტების ვადებს შეათანხმებენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მანამდე, გამოცემა „ფრანს-პრესმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფლორიდაში, სტივ უიტკოფსა და რუსეტემ უმეროვს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.